Skip to content Skip to footer

ჩვენ შესახებ

Transedvisor-ის მიზანი კავკასიაში ლოგისტიკის ჰაბის ჩამოყალიბებაა, რომელიც გადამზიდ და იმპორტ-ექსპორტიორი კომპანიების ურთიერთობებში, ლოიალობაზე დაფუძნებულ, ევროპულ მიდგომებს დანერგავს.

კომპანია ბაზარზე სატრანზიტო მრჩევლად პოზიციონირებს და სატრანსპორტო/ლოგისტიკურ მომსახურებას ორმხრივი სარგებლიანობის პირობებში უზრუნველყოფს.
ტრანსედვაიზორი ართიანებს:
გაშლილ ავტოპარკს მეზობელ ქვეყნებში, უმსხვილეს პარტნიორებს მსოფლისო ნებისმიერ წერტილში, სასაწყობე მეურნეობებსა და რაც მთვარია, თქვენს ინტერესებზე ორიენტირებულ, გამოცდილ გუნდს.

გადაზიდვის ტიპები

საზღვაო გადაზიდვა

მსოფლიო ოკეანე ცივილიზაციის ერთ-ერთი ფუნდამენტური კომპონენტია, რომელიც უკვე მრავალი საუკუნეა კაცობრიობას – საქონლის, კულტურის და იდეების მიმოცვლის საშუალებას აძლევს. საზღვაო ტრანსპორტი, დღემდე, საერთაშორისო გადაზიდვების ყველაზე ფართო სასიცოცხლო არეალია და გლობალური ვაჭრობის საყრდენს წარმოადგენს. მასში სატრანზიტო ინდუსტრიის ტვირთების და მარშუტების უდიდესი ნაწილია კონცენტრირებული.

საზღვაო ტრანზიტი ნებისმიერი მოცულობის ტვირთის გადასატანად გამოიყენება. ის, ოპტიმალური მეთოდია დიდი რაოდენობის საქონლის დიდ მანძილზე გადასატანად, რადგან უსაფრთხო, იაფი და სანდოა.

საზღვაო გადაზიდვის თითეული მეთოდი მრავალი ტექნიკური, ბიუროკრატიული და გაუთვალისწინებელი პროცედურისგან შედგება. ამ პროცესის ეფექტურად მართვაში კი ტრანსედავაიზორი დაგეხმარებათ.

 

სახმელეთო გადაზიდვა

სახმელეთო გადაზიდვა საერთაშორისო ლოგისტიკისა და სატრანსპორტო ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია, რომლის ფუნქციონირებასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მსოფლიო გადაზიდვის შეუფერხებელი ნაკადებისთვის. ის, ტრანზიტის ერთადერთი საშუალებაა, რომელიც საქონლის მიწოდებას საწყისი ლოკაციიდან უშუალოდ დანიშნულების წერტილამდე უზრუნველყოფს. ამასთან, სისრულეში მოჰყავს ლოგისტიკური პროცესი ტრანსპორტირების სხვა ტიპების გამოყენებისას, როგორიცაა საჰაერო და საზღვაო გადაზიდვა, რომლებიც ტვირთს პორტებსა და ეროპორტებში ცლიან.
სახმელეთო გადაზიდვას ფასების, მიწოდების ხანგრძლივობისა და რისკფაქტორების საშუალო მაჩვენებლები ახასიათებს.

ტრანსედვაიზორი  ნებისმიერი ტიპის სახმელეთო ტრანზიტის დაგეგმვა შესრულებაში დაგეხმარებთ, იქნება ეს ნაკრები, სრული, არა-გაბარიტული, სახიფათო, ტემპერატურული რეჟიმიანი თუ სხვა. გაგიწევთ საბროკერო და სადაზღვეო მომსახურებას. ასევე, თქვენი საჭიროების შესაბამისად, ტვირთს დაგისაწყობებთ და კარამდე მოგიტანთ.

საჰაერო გადაზიდვა

საჰაერო გადაზიდვა ტრანზიტის ყველაზე სწრაფი, უსაფრთხო და ძვირადღირებული ტიპია, რომელიც საქონლის მიწოდებას საერთაშორისო მასშტაბით უზრუნველყოფს. საჰაერო ტრანსპორტირების პირობებში, ტვირთის რეალურ დროში კონტროლი მარტივადაა შესაძლებელი და საქონლის დაზიანების რისკები მინიმუმამდე მცირდება. მისი გამოყენება იდეალური საშუალებაა დროში შეზღუდული გადაზიდვების შესასრულებლად .

ტრანსედვაიზორი თქვენს ტვირთებს მსოფლიოს ნებისმიერი აეროპორტიდან ააფრენს.

ლოგისტიკა

კონტაქტი

მისამართი:

თბილისი, ნადირა ხოშარაულის ქუჩა #27ა

დაგვიკავშირდით:
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.